პოეზია · ლირიკა
სიცოცხლე
სიცოცხლე, როგორც ლუდის ბოთლი –გამოიცალა...არც ჰგავდა თრობას,არც სიფხიზლეს მისი შეგრძნება.ვინ როგორ შესვა, ან რამდენი:წყვილად თუ ცალად,ამ ანგარიშით დღის ბოლოში ის მიეცემა.... არის მთესველიც უვარგისი,ხან კი – მომკელიც...მაგრამ, სამკალირჩება მაინც თითქმის უცვლელი.ის ან ფშუტეა, ან ვარგისი,როგორც შედეგიკარგი, ან სუსტი მწერლის ხელშინაქონი ფურცლის....ბოთლზე შერჩენილ წვეთებივითბზინავენ ახლაჩავლილი წლები,ჩარბენილი გულისწყრომანი.და ხსოვნის ფსკერზენაცარმოყრილ მუგუზლად მარხავსნათხოვარ ყოფას...სახელდება რაიც რომანით.... წაკითხულ რომანსთვალი აღარ მიუბრუნდება,არც გულს ეყოფა სიყმაწვილეღონედ-ცდუნების.მთელი სიცოცხლესამსახოვან ჯვარცმას უნდება:წამოიხედავ... ნახავ ცას და... გადაბრუნდები...