პოეზია · ლირიკა
*** "სარკმელში უკვე შეიმღვრა დილა"
სარკმელში უკვე შეიმღვრა დილა,მამლის წყვეტილი მაყრულიც ისმის,შენი სახელი მოცოცავს რბილადდა ნაკვალევი მაჩნდება მისი.შენ კი, ო, შენ კი, როგორ იძინებ,როდესაც ჩემთან მეფდება სევდა,როდესაც ჩემი წამწამის ქიმზეღვთით მოდენილი წვეთები სხედან...