↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა

ბიძინაშვილი აკაკი

2018-06-121 წთ საკითხავი339 ნახვა

—
ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო!..დარდს ვერავის ვუმხელ,სევდა დამაქვს კენტად,სიზმრად ვნახე წუხელი,თმაჭაღარა დედა.რა ვიფიქრო, აბა?ყოველ ღამეს მითევს,გამისწორებს საბანს,დამიკოცნის თითებს.დაიმღერებს `ნანას~,შუქს მაჩუქებს მზისას,ვარდს დააფრქვევს შარას –გასავლელი მზისას.დაუძახებს მამა,ერთი წუთით ითმენს,ადგება და წავა,გავიღვიძებ ვიდრე.დარდს ვერავის ვუმხელ,სევდა დამაქვს კენტად,სიზმრად ვნახე წუხელ,გარდაცვლილი დედა.

ბიძინაშვილი აკაკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი