↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ირაო

ბიძინაშვილი აკაკი

2018-06-121 წთ საკითხავი338 ნახვა

—
ღმერთო! მიშველე და მაპატიე,ეს აღტაცება და სიხარული!...ტერენტი გრანელიგულზე დამადეთ ყვავილის ტოტი,ჩემს სიცოცხლეზე აზრი მეცვლება,სიკვდილო! გელი, თუ მოხვალ, მოდი,თორემ მე შენთვის აღარ მეცლება.მე უნდა ცაში შევკრა ირაო,მოვინახულო მაღალი ღმერთი,ზღვა და ხმელეთი ავაყირაოდა გავიღვიძო ვარსკვლავთა გვერდით.მე ჯერ სიცოცხლე არ განმიცდია,შარაზე კოჭლი ეშმაკი ბუქნავს,წინ უკვდავების წლები მიცდიან,მათ გვერდით უნდა მივუჯდე სუფრას.მწველი სიმღერა ცაში გაიგონ,ჩანგი მაჩუქოს ზღვისა ფერიამ,მსურს, უკვდავების ძეგლი აგიგო,აქ დასამალი არაფერია!..შემოვიგლიჯე ბორკილი ტანზედა გონებასაც ავხადე ლუქი,მე უნდა მალე ვიხილო სხვა მზე,ჩემი ოცნება ნურავის უკვირს!რადგანაც ქრისტე ვიწამე მშობლად,აღარავისთან არა ვხირაობ!არ შემიძლია მიწაზე ყოფნა,მე უნდა ცაში შევკრა ირაო!

ბიძინაშვილი აკაკი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი