↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხეულის აგონია – მიზეზი მოკვდინების

ჩანტლაძე შოთა

2010-08-122 წთ საკითხავი9717 ნახვა

—
(სიმფონია მედიცინური)
სხეული - ძვალწვრილი,სხეულში - არწივი,თითები - ყანწივით,წარბები - ამწევიშუბლისა მაღლა,სახეზე - დაღლა,ბეჭებში - წახრა.ბეჭები - თითქოს მკერდიდან სითბოს არგაშვება,ბეჭები - სიცივე თუ სითბოს არშეშვება გარედან.ფერი? - ყვითელი. არა! მოყვითალო !არა!ფერი? - რომ ვერ იტყვი, ისეთი.
შუბლის შუაზე - ძარღვი დაკლაკნილი,ძარღვი - დაუდევარ ყალმის ხეტიალი,მუხლის თავებზე: ძარღვები თითქო მდინარეები,რომლებიც ლახავენ მთას გადაულახველს,მერე ეშვებიან დაბლა ჩანჩქერებად.ძარღვები - სხეულზე ირგვლივ გაფანტულნი.ყველა მჩინარე და ყველა ავადმყოფი,ყველა გამოსული სააშკარაოზე.
ძარღვები - მდინარეები,ძარღვები - გველები,ძარღვები - თოკები,რომელთაც სწყურიათ სხეულის დაოკება.სხეულის შეკავებას ცდილობენ ძარღვები,თითქო ეშინიათ სხეულის დარღვევის.ხელები ებრძვიან ერთმანეთს ხმაურით,მარჯვენა - მარცხენას, - მარცხენა - მარჯვენას,მარჯვენა - მარჯვენას, - მარცხენა - მარცხენას,მარჯვენაც იმარჯვებს, მარცხენაც იმარჯვებს,მარჯვენაც მარცხდება, მარცხენაც მარცხდება,მარჯვენაც არ ცხრება, არ ცხრება მარცხენაც.
თვალები, წარბები, ისე, ვით ხელები,ერთმანეთს ებრძვიან სასტიკ გახელებით.
ლეწავენ, ანგრევენ, შანთავენ და კლავენსაკუთარ თავსა და ერთმანეთს...და არის შეკითხვა: ვინ არს დამნაშავე?და არის პასუხი: სისხლია, ღმერთმანი,- ძირს სისხლი ბოროტი!..
არის შეჯახება სისხლის ატომებისდა სისხლს კი ძარღვების უნდა დატოვება.ძარღვნი დაძაგრულან, ვითარცა ძეხვები,ძარღვნი დაძაგრულან,ვითარცა ბაწრები,და საქმე ისეა, რომ საკმარისია შეხება, - გაწყდება.
და კუჭი, ერთ-ერთი მოთავე ამ თავის,იცოხნის ... არ იცის რაშია ამბავი.არავინ აწუხებს და უჭირს რა,წყნარად იღიმება - ჭირიმე კუჭისა.
სხეული ბორგავს და მწარედ იკლაკნება,არის გამარჯვება, არის დამარცხებადა ბრძოლა არ წყდება და ბრძოლა არ ცხრება.სხეული ვეღარ უძლებს ასეთ ჯოჯოხეთსდა ძარღვი ტვინისა, ძარღვი სიცოცხლის, ძარღვი მთავარი,წყდება,ამით ყველაფერი წყდება,სიცოცხლე დგება,სხეული კვდებადა მოსისხარი მტრები ერთმანეთის:ხელები, ფეხები, თვალები, თითები,სისხლის ატომები-მშვიდდებიან სამუდამოდ.ვაი, შენ! უბედურო ადამიანო...
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი