პოეზია · ლირიკა
ტრამვაის
(რეკვიემი)მას მალე გადმოაბრძანებენ ლიანდაგებიდან დაგრძელბოსელში კამეჩთან ერთად მიირთმევს თივას.საკუთარი
შენ გამოგაღვიძებენ ალიონზე,დაგალევინებენ უგემურ სითხეს,მყრალსა და მათრობელს,ქალაქის თავზე ბადესავით გასროლილ მავთულებსშენ ეხები ფრთით ერთადერთითდა იდუმალით იმუხტები ელექტრონებით...და შენ ცახცახით ერთვი სამყაროს,სხეულში გივლის ჟრუანტელი გამოღვიძების,სხეულში გივლის ჟინი ხეტიალის,თითქოს დასცალე ვეებერთელა „ბორჯომის“ ბოთლი.ამ დროს ქუჩებში სიმშვიდეა და არის სიცივეც,ამ დროს ქუჩებში ,,სინათლეა დღის“და არ არის ნათელი დღის,ამ დროს არ არის ქუჩებში ხალხი,არის მილიციელი მხოლოდ,რომელიც წუხს, რომ ვერ იყენებსთავის უფლებებს.ქუჩაში არის მეეზოვე, რომელსაც სძინავსდა ხვეტავს ქუჩას,ცოცხი ეხება დავარდნილ ფულსდა იდუმალი სხივები ფულისაწუხებს თვალებს მზის სხივზე მეტადდა მეეზოვე დააჭყეტს თვალებს...მაღაზიასთან თვლემს დარაჯი,მოხუცი კაციდა ეზმანება ფეხსაცმელი № 90,ვიტრინაში რომ დაყუდებულა.შენ ამ დროს იწყებ სიარულს შენსას,მიდიხარ ნელა და ჩერდები “გაჩერებასთან“,სადაც გელოდება მოქალაქე რამოდენიმე,შენ იხვეჭ მათ და განაგრძობ გზას.თანდათან თენდება,თანდათან ამოდის მზე მანათობელი,ქუჩები იტვირთება ხალხით და ტრანსპორტით.„გაჩერებებთან“ ჩერდებიან მოქალაქენიდა მოუთმენლად გელიან შენ.შენ “გაჩერებებთან“ ჩერდები ბარბაცით,მთვრალი და მშიერი, შენ ფართო ფერდებით შთანთქავ ხალხს,გერევა გული და გადმოანთხევ პირიდან მერე,შენ თითქოს პირიდან ბადებ ადამიანებს,როგორც პრეისტორიული, ლეგენდარული,გიგანტური ხრტილოვანი ცხოველი.შენ ხარ შემდგარი ლიანდაგებზე,არ გაქვს უფლება გადმოხვიდე ლიანდაგიდან,შენ დაეხეტები ქალაქში მტვრიანში,შენობებიდან შენობებამდე, მაღაზიებიდან მაღაზიებამდე.ქუჩებიდან ქუჩებში... შენ ჩერდები ,,გაჩერებებთან“,სადაც ყოველთვის ჩერდებიან მოქალაქენი,სადაც ზოგჯერ გაჩერებულია საათიც.ადამიანები მოძრაობენ ქუჩებში,რადგან ქუჩები დგანან.ადამიანები დგანან შენში,რადგანაც დადიხარ შენ.ქუჩებში დაწყებული ცხოვრება გრძელდება შენში.შენა ხარ ქუჩა მოარული!შენ ცხოვრობ ცხოვრებით შინაგანით,შენში ხდება ამბავი მრავალი,შენში წყდება მრავალი ბედი,შენში იკვებება ქურდი თითოსანი,შენში ნათლდება დოცენტი უვიცი,შენში ეხება ადამიანი ორი,შეხებით ,,შემთხვევით“და ვერ შეხვდებიან ერთმანეთს სიკვდილამდე.შენში იშლება ნერვები, როგორც სიმები გიტარის,შენში გრძნობენ ფეხებს, როგორც გულს,შენში აპატიმრებენ მგზავრს უბილეთოს,რომელსაც არა აქვს ბილეთის ფულიდა შენ განიცდი ამას ყოველივეს,მთელ ამ სიმძიმეს განიცდი შენდა გატანჯული გარბიხარ, გარბიხარ,და დაიგმინებ შესახვევში -გმინვით შესაბრალით და ამაზრზენით.და ხდება ასეც:შენ მიექანები ბრმა გაქანებით და დამაბრმავებელი,როგორც ნაკვალევი ლიანდაგები გრჩებიან უკანდა თავს საკუთარს გადაურბენს ბორბალი ყოველი,ბორბალი ყოველი ჭყლეტს თავს საკუთარს.ამ დროს მოქალაქე, რომელსაც ეჩქარებადა ეზარება ფეხით სიარული,შეეცდება მოგექცეს გვერდზედა არაგეომეტრიული თვალი მისი უშვებს შეცდომასდა მოქალაქე ბორბლების ქვეშ ექცევა უმალდა მიზეზივით დაიხვევენ ბორბლები მოქალაქეს.შენ ამ დროს ამსუბუქებ საკუთარ თავს,შენ ბამბად იქცევი ვეებერთელად,მაგრამ მოქალაქისთვის შენ ხარ მეტალი,ცივი და უმძიმესიდა ცოცხალ ხორცზე ბორბლებით შემდგარი,შენ დაფლეთ ხორცსა და დატკვერ ძვლებს...ქუჩაში უეცრად ჩერდება მოძრაობა,გარს გეხვევიან ადამიანები და ხმაურობენ,ცნობისმოყვარეობა მათი გიწვება ბორბლებთან.შენ ამ დროს გინდა ამოხტომა ლიანდაგებიდან,შენ ამ დროს გინდა, რომ დამალო ნომერი შენიისე, ვით კაცმა გვარი საკუთარი,რომელსაც იცნობდნენ როგორც პატიოსანსდა დანაშაულზე წაასწრეს უცებ.თანდათან იშლება ხალხი და ტრანსპორტი,მოქალაქენი და მანქანები იცავენ წესებს.შენ მიდიხარ ნელი და სევდიანი ხმაურითდა ლიანდაგებზე ტოვებ სისხლს, როგორც საკუთარს.და ხდება ასეც:უეცრად შეჩერდებიდა ურმის გვერდით აღმოჩნდები სრულიად შემთხვევით,რომელსაც უბია სახრესავით დაგრეხილი შავი კამეჩები.შენ შემოგხედავენ კამეჩები წყლიანი თვალებით,შენ შემოგხედავენ კამეჩები,როგორც შენ უყურებ ტროლეიბუსს,ტროლეიბუსი - ავტობუსს,ავტობუსი - ავტომობილს.შენ ამ დროს წითლდები,შენ ამ დროს გრცხვენია,და შენ დარცხვენილი განაგრძობ გზასდა უკან გრჩება შავი კამეჩები,ვითარცა წარსული,და წინ, გელანდება შავი კამეჩები,როგორც მომავალი.ხდება უარესიც:თქვენ ხუთივე ერთდროულად ხვდებით ერთმანეთსდა უხერხულობა შეანელებს ნაბიჯებს წამითთქვენში იღვიძებს ხუთი გრძნობა ადამიანისდა კიდევ, რაღაც გრძნობა მეექვსე, გრძნობა მეტალის,რომელიც არის გრძნობა უსახელო.ამ გრძნობამ ლამის იფეთქოს ცრემლებად.და თქვენ გაურბიხართ ერთმანეთს საჩქაროდ.და შენც გარბიხარ, გარბიხარ, გარბიხარდა გინდა, გინდა, ძალიან გინდალიანდაგებიდან ამოსხლტე უცებ,შეასკდე ბოძსდა თვითმკვლელობით დაამთავრო სიცოცხლე შენი.................................................ასე ეხეტები შენ მთელი დღე–ღამე,ბოლოს ღამდება და დაქანცული შინისკენ მიემართები.ამ დროს ქალაქი ისეთია, როგორც გათენებისას.მხოლოდ ქუჩაში არ არის მეეზოვე.შენში ამ დროს არის კონდუქტორი,რომელიც არის ტელეგრეიკაში.ტელოგრეიკა აღმოხეთქილს ვერ მალავს ძუძუებსდა უსაშველო თეძოები ვიწრო სკამზე ვეღარ ეტევადა შენში ამ დროს მოქალაქეც,რომელიც დამთვრალა და ჩასძინებიადა მეოთხეჯერ უვლის ქალაქს.კონდუქტორს არ უნდა, რომ ეძინოს იმ მოქალაქეს.ბოლოსდაბოლოს შენ შედიხარ ,,ტრამვაის პარკში“.შენ ფრთას ერთადერთს დაკეცავ და გამოეთიშები,გამოეთიშები სამყაროს ულევს,თითქოს დასცალე ვეებერთელა ბორჯომის ბოთლიდა დაეყუდები ლიანდაგებზე და დადუმდები.შენ აღარა გრძნობ სამყაროს მაშინ,შენ მაშინ საკუთარს სხეულს გრძნობ მხოლოდ,სხეულს დაბერებულს, ფილტვებს დასუსტებულს,თვალებს დავსილს და მუხლებს დაქანცულსდა შენ გრძნობ კიდევ ფერს საკუთარს, ვერგახუნებულს,შენ გინდა, დაღლილს, გადმოხვიდე ლიანდაგებიდანდა წამოწვე, როგორც კამეჩი,მაგრამ ვალად გდევს იდგე ფეხზე გათენებამდედა თვლემდე ასე.შენ დგახარ ფეხზე გათენებამდე,თვლემ და გეზმანებაის დღე, როდესაც შენ პირველად შეგაყენებს ლიანდაგებზე -ძლიერი, სველი და ფერადი ფერდებით.ის დღე, როდესაც შენ პირველად გიხილა ქალაქმალიანდაგებზე ამაყად მქროლი,რომელიც ყურაღებას არ აქცევდი ვრცელ აღტაცებასდა ქედმაღალი იყურებოდი მაღლა და პირდაპირ,შენ გეზმანება დიდი ქალაქი,ბევრი ხალხი და დიდი მოძრაობა.შენ გეზმანება კამეჩები და ავტომობილი,კამეჩები შემდგარან ავტომობილზე და დაგდევნებიანდა მოგბღავიან კამეჩები და ავტომობილიებიბღავილით შესაზარით,შენ გეზმანება დარაჯი მაღაზიის,მოხუცი კაცი,რომელსაც ეზმანება ფეხსაცმელი № 90ვიტრინაში რომ აყუდებულა.შენ გეზმანება, რომ გიახლოვდებიან ფეხები გადაჭრილიდა გევედრებიან მუხლების ცახცახითრისთვის დაგვაშორე საყვარელ სხეულს,რისთვის დაგვყარე ობლად უბედურნი.ო, აწი რაღას დავეყრდნოთ ჩვენ.ო, იგი იყო მეგობარი ერთადერთი ჩვენი დაო, გევედრებით დაგვიბრუნე სხეული ჩვენი.შენ გეზმანება, რომ გიახლოვდება სხეული უფეხებოდდა გევედრება სხეული იგი ცხარე ცრემლებით —ო, რისთვის დამაშორე საყვარელ ფეხებს,ო, რისთვის დამაგდე ობლად უბედური,ო, აწი რაღას დავეყრდნო მე.ისინი იყვნენ ჩემი ერთადერთი მეგობრები.ო, გევედრები, დამიბრუნე ფეხები ჩემი,თუ არა და, გამთელე მეც...და ტანი იგი, სრულიად დამშვიდებით, გიწვება ბორბლებში,შენ ამ დროს ცახცახებ და ოფლად იღვრები,შენ იტანჯები ტანჯვით საზარელითდა ვეღარ უძლებ ტანჯვას ესოდენს.და თვლემისაგან ერკვევი და გაახელ თვალებს;სადღაც იკივლებს მატარებელი ჩქარი,შენი შორეული სისხლიდა შენ სხეულში ამოიკვნესებს უკუნი...სადღაც იკივლებს მატარებელი ჩქარი.როგორც ქალი მშობიარე,და ბადებს სისწრაფეს ცივ ლიანდაგებზე.შენ ისევ ჩასთვლემდა ამჯერად შენ გეზმანებავატმანი შენი,მოხუცი კაცი(პირველმა რომ გასწავლა სიარული ლიანდაგებზე),რომელიც უკვე გავიდა პენსიაში.მე ვიცი, გადიღალა და დაბერდა.შენც გინდა იმ ვატმანივით...ნუ დარდობ, ძმობილო!შენ მალე გადმოგაბრძანებ ლიანდაგებიდანდა გრძელ ბოსელში კამეჩებთან...
1958