პოეზია · ლირიკა
ზღვა
ერთხელაც, გავიხედავ ფანჯარაშიდა ზღვა მოვა,ქვისშუბლებიან სანაპიროს მოიყვანს,ქვიშა სხვაგან არის,უფრო კომფორტულ ქვეყნებშიეს ქვეყანა ვინც დამიტოვა,ჩემსავით, ეზოს ჭაში იყურებოდა?ზღვა საწოლის ქვეშ ჰქონდა ამოდებული?ვერ იმძლავრა გენეტიკამ:ჩემი ზღვა ფანჯრიდან თუ შემოვა,ნაწყვეტ-ნაწყვეტ,ქვებს შორის ქვიშის შეღავათით...მზისგამძლე შუბლები და ჩემი, შაკიკიანი...სიცოცხლეში – კატეგორიულობა,მერე – უსაზღვრობა,ხავსი ამოუვათ, ნაოჭებს გაუმკვეთრებსღამე სიზმარზე დგასდა ნაკლებ სანდოაფანჯარა სულ ღია გქონდეთ,ვინც `პოეტის~ დიაგნოზით ცხოვრობს!ზღვა, შეიძლება დღესავით მოვიდეს,ან ლოცვის დავიწყებული სიტყვებით,ან ტკივილზე მოქანავე საწოლივითდა უნდა იცნო...