↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თავბრუსხვევა

სტურუა ლია

2026-07-181 წთ საკითხავი18611 ნახვა

—
გამოხედვით უნდა გამოედო სივრცეს,თვალი დაამაგრო რამეზე, მაგ.ანთებულ ნათურაზე,რომ არ აგიტრიალდეს ჭერიდა თავზე არ დაგემხოს,როცა მეცხრე ცაზე ადიოდიუძვლო ენით,პირველივე ცამ გიღალატა?უცნაური სიტყვები წამოვიდა წინ:მენიერი, ფეზამი, კრიზი...ვითომ დაგავიწყაკიდევ უფრო უცნაურები:სინეკდოქე, პიპერბოლა,რომლებიც გეხმარებოდნენ,სიყვარული აგეხსნა კაცისთვის,ისე, ვითომც აქ არაფერი,შთაგონება მოგაწვა და ლექსებს უკითხავ...ასევე აჩვენებდი თავსფანჯრებიდან, ბუჩქებიდან, კედლებიდანმოყურადეებს, რომლებიცთვალებით სურათს გიღებდნენ,რაღაც სტრიქონებს იმახსოვრებდნენ კიდეც,ჭორი რომ უფრო მიმზიდველი გაეხადათ,როცა საფუძვლიანად დასხდებოდნენ,ყავაზე, ჩაიზე ნამცხვარივით მიდიოდა:_ ვინ ვისთან დადის?მაშინ არ ვამბობდით _ ვინ ვისთან წევს,მერე ვისწავლეთ და იმ საწოლიდანაცმეცხრე ცა ჩანდა...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი