↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თავისუფლება?

სტურუა ლია

2020-08-121 წთ საკითხავი18614 ნახვა

—
მაგნიტური დღეები,ამოვარდნები, გადასახადები,წარსულის გაიდეალებამართლა, იმ ვარდბულბულიანიპოეზიის შვილი ხარ?რაზედაც შენს შვილებს ეცინებათ,კი, ეგუები ყველაფერს, ეჩვევი,ისტორიული მოქნილობა -"ვითარცა ლერწამნიქართაგან ძლიერთა" -ტანის ყველა უჯრედშიგამჯდარი მეხსიერება...მორიგი დივერსიის შემდეგმოსული შუქი, ტელევიზორი,ჰოლივუდი, ვაშლების პრიალა კანიდეკოლტეებში,გეი-კლუბი თბილისში,სიახლე, თავისუფლება,ბილწსიტყვაობა,ლამის მეტაფორული...
გინდა მიწაში?რომელიც დედაა, რომელიც თბილია,საიდანაც ხეები ამოდის,ოღონდ, შენ ვეღარ ხედავ,იმასაც ვერ დაინახავ,თებერვლის ბოლოსროგორ იზრდება დღე,სულ ცოტათი, სულ ერთი საათითდა კი აღარ ვარდები,ოქროსფრად გადადიხარ სიბნელეში,მცენარესავით, თუ დაგაცალეს...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი