↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსათაურო

ინჯია ჯემალ

2018-06-121 წთ საკითხავი2602 ნახვა

—
როდესაც მთავარანგელოზი ეწვევა ჯუმათს,მკვდრის მზე მისწვდება შიომღვიმის როდესაც საყდარს,როდესაც ქალი აღსარებას წარმოთქვამს ჩუმადიმედით _ ღმერთი რომ შეუნდობს საქციელს წამხდარს.როდესაც მამა თადეოზი იქ მატრაპეზებს,სადაც იხილავ ვერხვებს ხმელებს და ახოვანებსდა ჩემს წინ სავსე მთვარესავით დიდ მათლაფებზეაღდგომის კვერცხებს ნაკვერჩხლებად დაახორავებს,როდესაც ყრმანი ვერაგულ სენს სძლევენ სინორჩით,როდესაც კოცნა თავგანწირვის ფასად გიჯდება,როდესაც ჰამლეტს ისევ უყვარს ძველ ელსინორშიგაგიჟებული ოფელია გასაგიჟებლად, _მაშინ არ მინდა, ჩაქრეს ჩვენი ბედის ვარსკვლავიდა ოცნებათა ზღვაში შეწყდეს ჩვენი ტივტივი,არ გამოგვედოს ბორკილივით ანდა ქვასავითაზვავებული სიყვარული ზურგზე ტვირთივით.ხელის მტევნები ჩამაწურე ფერგაცლილ თმაში,დამსკდარ ტუჩებზე შემიხორცე ნაჭრილობევი,თაკარა მზეში გამიკეთე მზისფერი თავშლითოქროს ჩარდახის დასადარი საჩრდილობელი.გვიან მობრძანდეს ბედისწერა, ჩემზე მომძლავრდეს,შენ აქ დაგტოვებს, მე წამიყვანს, განა ვვეჭვდები.შერჩება კედლის კალენდრიდან ერთ-ერთ მომძვრალ დღესჩემი თითების ნერვიული ანაბეჭდები.

ინჯია ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი