პოეზია · ლირიკა
პირველ სიყვარულს
გიგონებ, დარდნი ქრებიან,ნათელ ფერებით ვივსები,და სულში აყვავდებიანცისფერი ოაზისები.მოგიგონებ და მცირდებაწლები, რომლებმაც დამღალა,სახეს ნაოჭი სცილდება,მიფერმკრთალდება ჭაღარა.მოგიგონებ და... ვვოცდებიიმ სანეტარო ჩვენებით,ჩემი ბავშვური ოცნებისრაინდად მომეჩვენები.მოგიგონებ და... ღმერთს ვუხმობ,იქნებ მიშველოს ლოცვებმადა დამიბრუნოს ის უხმო,აუხდენელი ოცნება.მოგიგონებ და... ვინ იცის,გული შედრკება მედგარი –და მერე, ჩუმად ვიცინი,რაღა დროს ჩემი ეგ არი?დაგივიწყებ და... ის მორცხვი,გული საოცრად ცივდება,მოგიგონებ და... სიცოცხლისსხივები აციმციმდება.ვაი, რა სწრაფად აცივდა,დღეო, რა მალე მოკლდები,მოგიგონებ და... არც მინდა,დაგივიწყებ და...მოვკვდები...