↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედის საფლავზე

აბაშიძე დოდო

2021-06-121 წთ საკითხავი740 ნახვა

—
ვინღა მომეფეროს დედასავით?ფიქრი აფთარივით მომახტება,გულზე დამეტაკა ელდასავითშენი საოცარი მონატრება.ვდგავარ შენ საფლავთან თავის მოხრით,სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა,წარსულს გადავხედე ამოოხვრით,გული საგულედან ამოვარდა.გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით,სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით,ქვაო, დედის გულზე დადებულო.ახლა შენს ქვეშაა მოქცეული,ჩემი დედამიწის მთელი სფერო,იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული,იქნებ დედასავით მომეფერო.იქნებ შეიწოვე დედის სისხლი,იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვაგათბობს, ვიცი მხოლოდ ამით მიხსნიქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე,შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე,ქვაო, დედასავით მომეფერე,დედის მაგივრობა გამიწიე!

აბაშიძე დოდო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი