↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხრაას თვრამეტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-133 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
იგი მწუხარე მახსოვს არია,რომელმაც სულში, როგორც ჭიანურს,საწამლავები გადაარიაწვალებას არაადამიანურს.ოცნება დროის უსაბუროსიმოგონებისთვის მაინც ურგია,მაგრამ უეცრად მოდის ბურუსიდა შორს, ძლიერ შორს, პეტერბურგია!ოჰ, მეპატიოს, გული - ყინული!თეთრად სპეტაკი - მარად შავია,წმინდა ქართული და რუტინულიაზრისთვის იგი დამნაშავეა!და მარად უნდა წამიღოს ჟინმადა გულმოკლული ვიგრძნობ ციერებს,ოდეს შემთხვევით ახსენებს ვინმეჩემთან იმ დღეებს, უბედნიერესს.მახსოვს: ნეჟინი!..იქ მარტოობა და სინანული.დაგვესხნენ ღამით მოთარეშენიდა ომი ატყდა პარტიზანული.შემდეგ უდაბნოს ყვავილთა მზოგართვალით მძებნელი და მარებელი,ვუდარაჯებდით თუ ქარში როგორასცდა ლიანდაგს მატარებელი.სასტიკი იყო ჩემი დემონი,არ ითვისებდა ჩვეულ გალობას,ანგელოსები უედემონიტიროდენ გზათა მოუვალობას:რად აირჩიე! რად აირჩიე!რად აირჩიე ტყე და გრიგალი,ეკლიანი გზა რად აირჩიე,ახალგაზრდობა რად მოიკალი?!წინ მკვლელობები გვეშალა ზოლად,ვამბობდი: წყევლა ეხლა იწყება,თავდავიწყება გვწყუროდა მხოლოდდა არსად იყო თავდავიწყება.და მიგვაფრენდა, ლოცვათ მაგიერ,ფრთიან ქიმერათ გვიანი ჯარი,ოჰ, ვერასოდეს გვერდს ვერ აგიარმე, უდროობის იანიჩარი.არ გასვენებდა ახალი დარდიდა თრთოლვარებდენ შენი ბაგენი,რომ დაგეფარა ლურჯი შტანდარტი,რომ აგვემართა სხვა კარააგენი.კვლავ მოგონება, წამზე უმალი,გაფითრებული ფერით მფერები,გასაოცარი და იდუმალივიდოდენ მძიმე კრეისერები.გრძნობით რეკავდა ყოველი წუთი,გემზე ისმოდა მკაცრი ბრძანება,ედევნებოდა სალБუტს სალБუტიდა ესკადრები მიექანება.აჰა, ნაპირიც! ჩვენი ნაპირი,იგი მშობლიურ თიბათვეს ჰგავდა,სილაზე იყო გზა პირდაპირი,სილაში უხმოდ ჩაწოლილ ნავთან.აღმოსავლეთის ქარი დაჰქროდა -მიმოგონება, ზარი, თითბერი,სახეს სითეთრე თოვლის დაჰყროდა,სულს - ბურუსები ირისისფერი.და იალქნების გროვა მრავალიეშურებოდა ქვეყანას - ზმანეთს,იქ, სადაც ზღვა და ცის დასავალისიტყვის უთქმელად გრძნობენ ერთმანეთს.მივდივართ ისევ... შემოგვხვდა ზიზღი,ვიგრძენით სული აღსავსე სუსხით.მან მწუხარებით გვითხრა: - დამისხი:ჩვენ უძველესი ღვინო დავუსხით.მან მწუხარებით წარმოსთქვა: - მცივა.მე მოვიხადე ჩემი ნაბადი.და ნაბადის ქვეშ ელავდა ცივადთვალები - ცეცხლის ორი აბედი.- მე იმერეთში წავალ, თქვენ საით?- მეც იმერეთში, ჩემო ბატონო.შევყევით გზაში ცბიერ მუსაიფს.შენ თვლემდი, ცაო, უკაბადონო.გამოგვეგება მუნჯი მსახური,ისევ ატმები, შინდები, ქვიშნა,სახლს გადაცლოდა გადასახურიდა დასავლეთი შორით გვენიშნა.გამოგვეგება ძაღლი ბებერი,გვიცნო და უცებ შესწყვიტა ყეფა.წვიმა... მდინარე... თვე ნოემბერი.ვთქვით: მწუხარება ეხლა იწყება.მოგვესმა ძველი: გაჩუმდი, მურა!ჩამავალმა მზემ მთები მიმალა.ეზოდან ქალი გამოეშურა,შეგვხედა, გვიცნო და მიიმალა.არ მოგვესმოდა სახლიდან მოთქმა,მაგრამ საოცრად ტიროდა სახლი.ეზოში სამჯერ იკივლა ჭოტმა,ზარით აზუვლდა ბებერი ძაღლი.მაშინ საზარლად ატირდა მუნჯი,ჩვენი ყრუ, ჩვენი მუნჯი სატანა,თითქო სადღაცა გაქრა საუნჯედა შეღამებამ ითანდათანა.ეხლა რაღა ვქნა? ცეცხლთა რიდებაარ გენატრება დიდს და ხელოვანსდა არ გიშუქებს შორი დიდებამყუდრო სიბერის გზას სახელოვანს.ქარნი არ ჰქრიან. თრთიან ხეები.გათენებულ ცას რთავენ ლავრებიდა მაგონდება მწარე დღეები -ჩემთა ხეტიალთ თანამგზავრები.მე გეთხოვები... ძველად, გსმენია,რომ სხვანაირად იგრძნობენ ალებს.ასე სიკვდილი ელის გენიას,სასახლეები კი... ნაძირალებს.
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი