↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი და ახალი ხიდი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-132 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
მცხეთის ახლო, სადაც მტკვარისმორევია დიდი,ძველისძველი დაჰყურებს წყალსხავსიანი ხიდი,ხიდი დაბერებულია,აღარ უჭრის თვალი.ნატახტარზე აწ აიღესსხვა გეზი და კვალი.გააუქმეს ძველი ხიდი,ღიმი არ სდევს ბაგეს.ახალ ხიდის ძლიერებაუერთდება ზაგესს.თუმც ბებერ ხიდს ძველებურადსახე უჩანს მშვიდი,ხედავს, მაგრამ ვერა ხედავს:დგას ახალი ხიდი.ხედავს, მაგრამ არ სჯერა, რომგაჰყავთ ახლად შროშადა ფრიალებს თავისუფლადშრომის მტკიცე დროშა.ხედავს, ხედავს ეს მოხუცი,არ სჯერა კი, რომაკიდევ მრავალ გზასა და ხიდსშექმნის მძაფრი შრომა.მაგრამ როცა ზაჰესს ანთებსელვარება დიდი,ცისარტყელად იყურებაახალ ხანის ხიდი.ჩემს პატარა ბიჭობაშიმივლია ამ ხიდით.ამხანაგო! ჩვენ ყველანიწიგნებით აქ ვვლიდით,ჩვენ ყველანი ალებს ვკვესდით,ვკვესდით, როცა ბნელა...„კომუნისტურ მანიფესტით“ვიზრდებოდით ყველა.მოვიტანეთ ასე მრთელიმოგონება კარგზე -ყრმობის დღეთა დროინდელიენგელსი და მარქსი.თან გამოგვყვა სიხალისე,გამჭრიახი თვალი,ჩვენთვის წიგნად ისევ ისედარჩა „კაპიტალი“.ვისაც უნდა, ისე ხარჯოს,გაჰყვეს თავის ტყეებს,მაგრამ იმ დროს გაუმარჯოს,იმ გაფრენილ დღეებს!..მე არ ვიცი, როგორ შეზრდისდღე სხვა დღეებს რიგით -„კომუნისტურ მანიფესტის“მღელვარების იქით.ეს სხვა იყო, ეს ალურიიყო ანათემა,ჩვენი არალეგალურიყოფნის განათება.ამ წიგნიდან კლასის სრულიხმა გვიძღოდა ბასრი.წრფელი იყო ჩვენი გულიდა ნათელი - აზრი,აქ არ იყო შეცოდებამოკამათე ტოლის,იყო მხოლოდ მოწოდებადაუნდობელ ბრძოლის.და ამ მტკიცე ბრძოლის ხმამდეასე მძაფრად, კმარა,კლასი კლასის წინააღმდეგარასდროს არ მდგარა.ვინ არის, რომ გზას არ შესცდეს,როს წვიმაა, ქარი, -„კომუნისტურ მანიფესტის“იხსნის თითო პწკარი.სხვა რომელი, საბჭოს გარდა,როცა ცეცხლი ღვივის,ყველა ქვეყნის პროლეტართაშეერთებას ჰყივის?იქ სხვა სტაცებს მუშას სარჩოს,თუმც გრძნობს შიშს და ძრწოლას.მედგარ ბრძოლას გაუმარჯოს,კომუნისტურ ბრძოლას!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი