↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი მოტივით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
თქვენი სასახლის ძველი მოტივითგული მისცურავს წყალზე მოტივეთ,იქ ლურჯ კუნძულებს დაენახვებახან სიზმარივით, ხან ნაფოტივით.და გარს ყოველი არის მწუხარე,რომ იისფერ გზას არ გადუხარეძველი ხალები და მაგიდები,აალებული ძველი ბუხარი.გარეთ თოვს, ცანო, მიწას დაჰხარით.ჭაღარით, მხრებზე გადანახარით,შორით შორს, გზანი იშურებიანუდაბურებით და ზენა ქარით.მესმის თქვენი ხმა. ბინა დაღონდა,მოსამსახურეს ვაზა დაჰქონდა,სად გნახეთ? როდის? რაა ეს გრძნობა?ვიგონებ, მაგრამ არ მომაგონდა.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი