↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხოვრებასთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
1დეე, შავბნელმასევდა-ნაღველმასაბედისწეროდგაშალოს ფრთები,დეე, მარადისფიქრის და ტანჯვისწყლულმა წარტაცოსგულს იმედები.დეე, ღრუბელიშავი და ბნელიეფინებოდესჩემს სულის შვებას,ჩემს გულის ფიქრებსვერვინ იტვირთებსდა არც არვის ვთხოვმე შებრალებას!
2გულისა სწორი,ფიქრთა მთაგორი,მშვენიერებაჩადრს დაიხურავს,მაგრამ იქ, ზღვაში,დაუღალავშიგედი ზღვის ტალღებსაპობს, მისცურავს.ვინ იცის, გედო,ზღვა უიმედოსად გადაგრიყავსან სად ჩაგძირავს?ზღვის სახე ვრცელიდაუნდობელიმაშინაც ფხიზლობს,როცა კი სძინავს!
3სულ ერთი არის,კუბოს კარამდისუნდა იბრძოდესადამიანი,რაგინდ მარად დღესარ იბრალებდესცხოვრება მწარედა ნაღვლიანი.რაგინდ მცირედირწმენა-იმედიყველასგან დევნილსარ შერჩენოდეს,დაუღალავად,მუდამ და მარადუნდა იბრძოდეს,უნდა იბრძოდეს!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი