↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნისლებს გადმოვყევ, გადმოვედ

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6829 ნახვა

—
ნისლებს გადმოვყევ, გადმოვედ,მაგ შენი სოფლის მხარესა,შენსამც შარაგზას დავკოცნიშენ ფეხთა ნატერფალებსა.დაგეძებ გულჯავრიანი,შავტირი მთების ნიავსა.მტერსაც ნუ ვნახავ, არ მინდა,სატრფოს გულისად მტირალსა.გუშინა ვთხოვე კოპალას,იქნებ მაქციოს ქორადა,შენ იყო ჩიტი ნიბლია,აღარ გაგიშვებ შორადა.ვერ გაგიმეტებ, ლამაზო,სხვის მკლავზე დასაწოლოდა,ბრჯღალით შაგტაცებ ნაწნავსა,ძალით დაგისომ ცოლადა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი