პოეზია · ლირიკა
ძველი გაკვეთილები
რომ მსახურებ, – ვის მსახურებ,ვის ტახტს ვარცხნი, ვის სოფელში წვები...უპირველეს! – უნდილაძე გაიხსენე,უნდილაძის უპატრონო ძვლები.ჩანგის მეფე გაიხსენე!ჩალმის ფარფლი თავსამკაულს ზედან,სპარსის ენით გაბანგული მღერალობა,და... ისპაჰანს დაგლეჯილი დედა.მოურავიც გაიხსენე!გულმძვინვარე ხმალ-ხაფი და კვერთხი,დაცამხობილ ტახტებსა და სატახტოებს,შაჰს და ხონთქარს რომ უფენდა ფერხთით.გაიხსენე! – მაშრიყიდან მაღრიბამდეახვეტილი ალაფიც და ღალაც,ზურგში დანა, ყმობასა და ერთგულებას,შვილის თავი, _ უზენაეს ღალატს.ყველაფერი ამოყარეს...პატივის და პატიების ღირსი,მაცოდინე! – რომელ ქართველს დაუფასდაუღელი და სამსახური სხვისი.მტრისას! მტრისას! რაც წაჰკიდეს,რაც დამართეს! – ძმავ, შვილო და მამავ,სხვის თეოზე აყეფებულ მგელ-ქოფაკებს,სხვის ყოფაზე აყივლებულ მამალს.სადროშოებს, სამრეკლოებს, საფიხვნოებს,სისხლს აკლია! – ლხინად ვარ თუ მიჭირს,სხვის ღორძინს და ძლიერებას გადაკლული,შვილთა ჩვენთა სახსარიც და ნიჭიც.კარგად გაისიგრძეგანე! –შენი გმირიც, შენი ურჩიც, მხდალიც...რას ეტყვიან თავმომწონე თაობებიერთ ჩექმაში დაბერებულ სტალინს.რაღა დროის... დამტვრევიათ რქები ხარებს,სხვის უღელში და გუთანში ნაბამთუპირველეს! – შენს ქვეყანას მოუარე,დამბადებელს ემსახურე, ბაბა!