პოეზია · ლირიკა
ჭადრაკი
არის პოეზია, მუსიკა, ბოჰემა,ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის,მეც ჭადრაკს ვთამაშობ და მხოლოდ მოგება,ყაიმი, ძვირფასო ვერაფერს მიშველის.
შენ ადრე მიხვდები და გვიან გაიგებდა განსჯი, ვითარცა სინათლეს შეჰფერის,როგორ პატრონობენ უთავო პაიკებსდროის და დახლების ცბიერი მეფენი.
როგორ უსისხლხორცეს მცონარა პაიკებს,ქისტების კასტებმა, უგვანო გვარებმა,ჩვენმა წინაპრებმა საფლავშიც გაიგესჩვენი სირცხვილი და ჩვენი მწუხარება.
გახსოვს ქვითინებდნენ ქარები დაფნაშიდა ზარებს ვიღაცა რეკავდა დილამდე,შეწირვაც იყო და იმ მძუან თამაშშიმამულის ღიმილის ღირსებას სწირავდნენ.
დღეს ჩემი მჩქეფარე აფრები იშლება,ჩემს ნაფოტს მაღალი მნათობი დანათის,რას მომცემს, რაც მოხდა ტალსა თუ ფიშერთანდროის ორგიებით ფიქრის კაკანათით...
ოჰ, კიდევ ჩვილი აქვს ფრჩხილი და ნუნებიჩემს ბებერ ბავშვებს და ჩემს ქალებს კაპასებს,ადგილს ინაცვლებენ ბეცი ფიგურებიამ გასაოცარი ჭადრაკის დაფაზე.
ეს მხოლოდ დროებით... დრო მიდის დრამებით,ხალხთან ითამაშო მძიმე და ძნელია,ცარიელდებიან დაღლილი სკამებიდა ახალ ჟინსა და ჟრუანტელს ელიან.
არის პოეზია, მუსიკა, ბოჰემა,ჯადონი ტალის თუ ფარცაგი ფიშერის...ჩვენც ჭადრაკს ვთამაშობთ და მხოლოდ მოგება,გახსოვდეს, ყაიმი ვერაფერს გიშველის.