↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანამ ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ

აბულაძე თეიმურაზ

2022-06-121 წთ საკითხავი709 ნახვა

—
მართლაც გმირობაა საარაკო,გმირობა დედა-ენის, –მე რომ ჩემს ენაზე ვლაპარაკობ,მე რომ ჩემს ენაზე ვმღერი.მართლაც ახდენილი სიზმარია,მართლაც ცისკარია დილის, –მე რომ ჩემს ენაზე მიხარია,მე რომ ჩემს ენაზე ვტირი.მანამ უნეტარეს წუთსსული ლაჟვარდებში მიჰყავს, –სანამ ჩემს ენაზე მძულს,სანამ ჩემს ენაზე მიყვარს.ჩემი ხომალდების ქიმსბრძოლის ქარტეხილი ახლავს, –სანამ ჩემს ენაზე ვქმნი,სანამ ჩემს ენაზე ვმარხავ...იმ ერის სიცოცხლე ხამს,იმ ერის სიცოცხლე ღირს, –რომელსაც რუსთაველი ჰყავს,რომელიც გალაკტიონს ზრდის.და მანამ იქნება საარაკოგმირობა დედაენის, –სანამ ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ,სანამ ჩვენს ენაზე ვმღერით.

აბულაძე თეიმურაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი