↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მე ვერ მოვკვდები"

აბულაძე თეიმურაზ

2022-06-121 წთ საკითხავი703 ნახვა

—
მე ვერ მოვკვდები ამ მკვდრულ ყოფაში,მე ვერ მოვკვდები ამ მკვდარ ქალაქში;მე ვერ მოვკვდები ამ ყრუ ოთახში, _გამოღამებულ თავის ქალაში.მე დავიღალე, – ცისფერ ზღაპარშიყოველდღიური შხამის წვეთებით;ჩემივე სულის დახშულ საკანშიგანუწყვეტელი ჩემი წყვეტებით.მე რა მინდოდა აქ – ამ კუბოში!აქ ყოფნა მართლა არის უცები......წავალ, მშობლიურ მთების უბეშიდასჯილ ბავშვივით გავისუსები.ოჰ, მშობლიური მთების წვეტებო,მოვალ, თქვენს ჩრდილებს შევეკედლებიგანუწყვეტელი ჩემი წყვეტებით...მარადიული ჩემი ვედრებით.ოჰ, მშობლიურო სოფლის ბინდებო,(ქალაქში სულებს ხრავენ სულები...)ერთხელაც თქვენთან ავბიბინდებიდა მერე მშვიდად აღვესრულები.

აბულაძე თეიმურაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი