პოეზია · ლირიკა
დედა
ატირება მიყვარდა და წატირება არ მიყვარდა,ისე გავეტირებოდი უსათუოდ წამიყვანდა,ქუჩა იყო სამაისო და დღე იყო დიდებული,შევდიოდით მონასტერში ხელიხელჩაკიდებული,ბოლოს როცა დაუღამდა და დაუდგა ღამის ხანა,ერთხელ კიდევ გავეტირე, მაგრამ აღარ წამიყვანა.