პოეზია · ლირიკა
დედას
გამიადვილე დარდები,მომიგერიე სევდები,როგორც კი დამავიწყდები,მაშინვე გამახსენდები.სადაც შენ დამავიწყდები,მეორედ იქ არ გავივლი,შენი ხმა წამომეწევაგურული კილოკავივით.სადაც შენ დამავიწყდები,იქ ვეღარავინ წამიყვანს,როცა შენ გამახსენდები,მიწაზე უფრო ცა მიყვარს.მოვდივარ, მოვედევნებინაზარეთელს და გოლგოთელსდა ისე მომიხარია,თითქოს წამალი მომქონდეს,ჩვენ ცერც მაგია გაგვთიშავს,ვერც მაგიური რიცხვები:სიკვდილს არ დავიწყებიხარ,მე როგორ დამავიწყდები?!1999