↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოდება ეგვიპტის დედოფლისა

სუმბაძე დენიზა

2022-06-121 წთ საკითხავი346 ნახვა

—
შენ ლამაზი ხარ,ჩემო იოსებ,შენ ლამაზი ხარ, როგორც ყვავილიამოსული სასფლაოზე,სადაც დავმარხე სიყვარული უზენაესი.შენ ლამაზი ხარროგორც ზღაპარიდა სიზმარეული,შროშანებით შეკრული კუბო,ამბორთა შენთაშროშანებით შეკრული კუბო,რომელშიც ვწევარ.მიიმღერიან ღრუბელ-ღრუბელ ანგელოზები,ჩემო იოსებ, შენ ლამაზი ხარ,უბიწო ხარ, ჩემო იოსებ.შენ ლამაზი ხარ დაჩოქილი და აპყრობილი,მეხდაცემული შემოგცქერი,და აყვავებულ ვაშლის ხეებისუთეთრეს მწკრივებს,ტოტებზე ფუტკრებშემოფრენილ,თავბრუდამხვევ და დამთვრალ მკლავებს,ბზის ტოტებივით გიჭრი და გიფენ.

სუმბაძე დენიზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი