↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხული

ხოდაშნელი შოთა

2022-06-121 წთ საკითხავი369 ნახვა

—
ენძელები თეთრი თოვლის რუკას,მოხატავენ თითქმის ყველა მხარეს.გაზაფხული ლოლუებზე უკრავსდა წკრიალი ეფინება არეს!საფრთხიალოს ჩიტო გულში ჰპოვებს.ვერ იჩერებ უმიზეზო სიცილს,ლამაზ სტრიქონს აპოვნინებს პოეტსდა დაცხრება ცოტა ხანი ისიც...ცას ღრუბელთა გადაუვლის ჯარი,მზე უეცრად ჩამოაფენს სხივებს...აქროლდება გაზაფხულის ქარი,და ზამთარი დაიძვრება მძიმედ.გაყუჩდება ყველაფერი ერთხანს.ტკაცატკუცი აუტყდებათ კვირტებს.ჩამობერტყავს ზეცა მრავალ მერცხალს,ირგვლივეთი რა სიხარულს იტევს.ენძელები თოვლის ლამაზ რუკას,მოხატავენ ხოლმე ყველა მხარეს.გაზაფხული ლოლუებზე უკრავსდა წკრიალი ეფინება არეს!

ხოდაშნელი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი