↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზედაზენზე

ხოდაშნელი შოთა

2022-06-121 წთ საკითხავი372 ნახვა

—
...დუმილის სადგური, ტაძარი.მრუმეა ფრესკების თვალები.ნივთები სუნთქავენ კანკალითწარსულის ჩუმ იდუმალებას.კედელს შერჩენია ჯვარცმული,ძე კაცის – გოლგოთას თუ მიდის.ო, აქ დუმილია – წარსულის,ო, აქ სიწმინდეა დუმილის...აქ საკმეველია დაღვრილი,გასულა სულ ბოლო მლოცველი.ტრაპეზზე დაფურცვლით დაღლილი,ძველი სახარება ოცნებობს...შედიხარ, დუმილი ირწევა,და სანამ არ უნდა იცდიდე,აქ ხელშესახებად იგრძნობასუნთქვა უუძველეს სიწმინდის!

ხოდაშნელი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი