↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო ღმერთთან (მთარგმნელი: ნათია გულიაშვილი)

კინგი სტივენ

2022-06-124 წთ საკითხავი705 ნახვა

—
სცენა ჩაბნელებულია. პროჟექტორი წყვდიადის შუაგულში თავისთვის მოქანავე პაპიემაშეს გლობუსს თანდათან ანათებს. სცენაზე შუქი ძლიერდება და ჩვენ მისაღები ოთახის დეკორაციას ვხედავთ: რბილი სავარძელი, იქვე მაგიდა (მაგიდაზე ლუდის გახსნილი ბოთლი დევს) და ტელევიზორი დასადგამი კარადითურთ. მაგიდის ქვეშ ლუდით სავსე საპიკნიკე მაცივარია. ირგვლივ ცარიელი ბოთლებია მიმოფანტული. ჩანს, ღმერთი თავს მშვენივრად გრძნობს. სცენიდან მარცხნივ კარებია.ღმერთი – მოზრდილი ტიპი თეთრი წვერით – სავარძელში ზის, მონაცვლეობით ხან წიგნს კითხულობს („როცა კარგ ხალხს ცუდი ამბები მოსდით“), ხან ტელევიზორს უყურებს. კისრის წაგრძელება უწევს, ეკრანს რომ შეხედოს, რადგან გლობუსი (თოკზეა ჩამოკიდებული) ჰაერში პირდაპირ მისი მზერის გასწვრივ დაცურავს. ტელევიზორში სიტუაციურ კომედიას უჩვენებენ. ღმერთი კადრსგარე სიცილის სინქრონულად ხითხითებს.კარზე აკაკუნებენ.ღმერთი (ძლიერი, მჭექარე ხმით)შემოდი, ჭეშმარიტად გეუბნები, ის შენთვის ღიაა!კარები იღება. შემოდის წმინდა პეტრე, ბრწყინვალე თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი. ხელში პორტფელი უჭირავს.ღმერთიპეტრე, მეგონა შვებულებაში იყავი!წმ. პეტრენახევარ საათში მივდივარ, მაგრამ ვიფიქრე, წასვლამდე რაღაც საბუთები მომეტანა, ხელმოსაწერად. თავს როგორ გრძნობ, ღმერთო?ღმერთიახლა უკეთ. უნდა მეფიქრა, სანამ იმ ცხარე წიწაკას შევჭამდი, ყველაფერი ჩამწვა. ეს რა არის, ჯოჯოხეთში გადასაგზავნი წერილებია?წმ. პეტრეჰო, როგორც იქნა. მადლობა ღმერთს! ბოდიში კალამბურისთვის.პორტფელიდან რამდენიმე ფურცელს იღებს. ღმერთი ქაღალდებს თვალს გადაავლებს და მოუთმენლად უწვდის ხელს, მაგრამ წმინდა პეტრე უკვე მოძრავ გლობუსს უყურებს. უკან მობრუნებული, დაინახავს, რომ ღმერთი მას ელოდება და კალამს გამოწვდილ ხელში ჩაუდებს. ღმერთი დაუდევრად მიაჯღაბნის ხელმოწერას, წმინდა პეტრე კი ისევ გლობუსს მიაშტერდება.წმინდა პეტრეჰმ, ესე იგი, დედამიწა ისევ იქაა? მთელი ამ წლების შემდეგ.ღმერთი ქაღალდებს უკან უბრუნებს და გლობუსს ახედავს. მის მზერაში გაღიზიანება იკითხება.ღმერთიჰო, ეს მსახური სამყაროში ყველაზე გულმავიწყი ძუკნაა.ტელევიზორიდან სიცილის ნიაღვარი წამოსკდება. ღმერთი შებრუნდება, რომ დაინახოს რა მოხდა. ვეღარ მიუსწრო.ღმერთიჯანდაბა, ეს ალან ელდა იყო?წმინდა პეტრემემგონი, სერ. ნამდვილად არ დამინახავს.ღმერთიარც მე.გაემართება და მოქანავე გლობუსს ისე დაამსხვრევს, მტვრად აქცევს.ღმერთი (კმაყოფილი სახით)ესეც ამას! დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა, ახლა მაინც შემიძლია ვუყურო ტელევიზორს.წმინდა პეტრე მწუხარედ შეჰყურებს დედამიწის დამსხვრეულ ნარჩენებს.წმინდა პეტრემმ...მე მგონი, იქ ალან ელდას სამყარო იყო, ღმერთოღმერთიდა რა? (ტელევიზორს შეხედავს და ჩაიხითხითებს) რობინ უილიამსი! მიყვარს რობინ უილიამსი!წმინდა პეტრემე მგონი ელდაც და უილიამსიც იქ იყვნენ, როცა თქვენ...ეეემ.. განაჩენი აღასრულეთ, სერ.ღმერთიუჰ, ყველა ვიდეოჩანაწერი მაქვს, რა პრობლემაა. გინდა ლუდი?წმინდა პეტრე ლუდის ბოთლს იღებს, სცენის განათება თანდათან სუსტდება, პროჟექტორის სინათლის ნაკადი გლობუსის ნარჩენებსღა ანათებს.წმინდა პეტრესიმართლე გითხრა, რაღაცნაირად მომწონდა ეს. დედამიწას ვგულისხმობ, ღმერთო.ღმერთიცუდი არ იყო, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა. მოდი, ახლა შენი შვებულებისა დავლიოთ!სუსტ განათებაში მხოლოდ ჩრდილებიღა ჩანს. თუმცა ღმერთის გარჩევა უკეთ შეიძლება, რადგან მისი თავის ირგვლივ მკრთალ შარავანდედს ვხედავთ. ერთმანეთს ბოთლებს უჭახუნებენ. ტელევიზორში ისევ სიცილი აუტყდათ.ღმერთიშეხედე, რიჩარდ პრაიორია. მკლავს ეს ბიჭი! მემგონი ის..წმინდა პეტრედიახ, სერ..ღმერთიჯანდაბა. (პაუზა) მგონი, აჯობებს სმას შევეშვა. (პაუზა) თუმცა...ის ხომ ჩემს მზერას ეღობებოდა.ყველაფერს სიბნელე შთანთქავს, მხოლოდ პროჟექტორი ისევ ანთებს მოქანავე გლობუსის ნარჩენებს.წმინდა პეტრედიახ, სერ..ღმერთი (ბუზღუნით)ჩემი შვილი დაბრუნდა, არა?წმინდა პეტრედიახ, არც ისე დიდი ხანია.ღმერთიკარგია. ანუ, ყველაფერი რიგზეა.პროჟექტორი ქრება.(ავტორის შენიშნვნა: ღმერთის ხმა რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს)

კინგი სტივენ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი