↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხვისი ცოლი

ლორკა ფედერიკო გარსია

2003-10-122 წთ საკითხავი733 ნახვა

—
ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა.თითქოს უეცრად და უნებურადფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმააანთეს ღამე წინანდებურად.ბნელ შესახვევში მისი გულმკერდიმე გავაღვიძე ხელის შევლებითდა ძუძუები აყვავდნენ უცებ,ვით იასამნის თეთრი მტევნები.მისმა ხაბარდამ გახამებულმაშიშველი ტანი ვეღარ შეფუთნადა აშრიალდა აბრეშუმივით,თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.დაუფერავნი ვერცხლის სევადითხეები გახდნენ უფრო მაღლებიდა ცის შორეულ ჰორიზონტივითმდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანსდა ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზეგავშალე მისი დამძიმებულიდა მოელვარე თმების სინაზე.მან შემოიხსნა წელზე სარტყელიდა გაიხადა ჭრელი ფარაგი,მე მოვისროლე ამოქარგულიჩემი ჯუბაჩა და იარაღი.არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებსარა აქვთ კანი ისე ნატიფი,და მთვარიანში ისე არ ბრწყინავსგანათებული ყვითლად სათიბი.გაელვებული სველი სინათლითდა ასხლეტილი ცივი შეხებით,ბადეში გაბმულ კალმახებივითარ მიკარებდნენ მისი ფეხები.იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატითუბადლო გზებზე შეუსვენებლივ,უუზანგებოდ და უაღვიროდმე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობამაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ,და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის,არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.როცა კოცნით და სილით მოსვრილიწყლის ნაპირიდან წამოვიყვანე,გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნებიბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს.ვით ნამდვილ ბოშას შეეფერაბმე უშურველი ვიყავ მისადმიმრეში ატლასის დიდი ზარდახშავაჩუქე ერთი ხელსაქმისათვის,მაგრამ მე იგი არ შევიყვარე,რადგან პასუხად სიტყვამისაგებსარ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო,როცა მიმყავდა მდინარისაკენ.

ლორკა ფედერიკო გარსია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი