↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთვარის რომანსი

ლორკა ფედერიკო გარსია

2003-10-121 წთ საკითხავი725 ნახვა

—
შროშანის ქათქათა კაბითსამჭედლოს ეწვია მთვარე,და ბიჭი უყურებს ჩუმადდა ვეღარ აშორებს თვალებს.თეთრ მკლავებს იშიშვლებს ურცხვადდა ოდნავ ნისლიან ცაშიავხორცი და წმინდა მთვარეთითბერის ძუძუებს აჩენს.- ო, მთვარევ, გაიქეც, თორემსულ მალე ბოშები მოვლენდა გამოადნობენ შენგანბეჭდებს და საყურის რგოლებს.- პატარავ მომეშვი ახლა,მე მინდა ცეკვა და ლხინი,ბოშები როდესაც მოვლენ,შენ გრდემლზე გნახავენ მძინარს.
- ო, ჩქარა, გაიქეც მთვარევ,არ გესმის ფლოქვების ეხო?უყუჩე პატარავ, კარგი,კაბაზე ნუ მადგამ ფეხებს. . .ველების შმაგ დოლზე უკრავსნალების ფიცხელი რკინა,სამჭედლოს ვეება გრდემლზეპატარას ნებივრად სძინავს.მოჭუტულ თვალების ელვითგანათდა უეცრად შარა,ბოშები გამოჩნდნენ გზაზებრინჯაოს ზმანებას გვანან.ო, როგორ აკივლდა ჭოტი,დაბურულ ჭალების მთვარესხელჩაკიდებული მიჰყავს. . .სამჭედლოს ეზოში ისმისბოშების ტირილის ზარი,და ოდნავ ნისლიან ცაშიმიდიან ბიჭი და მთვარე.

ლორკა ფედერიკო გარსია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი