↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გიტარა

ლორკა ფედერიკო გარსია

2003-10-121 წთ საკითხავი717 ნახვა

—
იწყება, იწყება:გიტარა ქვითინებს.რიჟრაჟის თასებიიმსხვრევა, იმსხვრევა...
ვის ძალუძს შეწყვიტოსსიმების ის რხევა?!ამაოდ დაშვრები.გიტარა იტირებს.
მოთქმას მონოტონურსწყლის ზარს შეადარებ.სხვაგვარად არ ითქმის.
ან თითქოს ქვითინადთოვლიან ველებზექარი ქრის, ქარი ქრის.
შეუძლებელია მისი გაჩუმებამშობელი შორეთი ეაბრეშუმება:
სამხრეთი და ცხელი ქვიშა სამხრეთული,ამაოდ გგონია, ცრემლია დაელია:ტირის, ენატრება თეთრი კამელია,
მიზანი, რომელსაც ვერ მიწვდა ისარი,ანდა მკვდარი ჩიტი, რტოზე გარჩენილი.
გიტარა ტირის და, არც სხვები მღერიან:ხუთი სატევარი გულზე დაჰღერია.

ლორკა ფედერიკო გარსია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი