პოეზია · ლირიკა
დაატყვევებენ ქოთანში ყვავილს
დაატყვევებენ ქოთანში ყვავილსდა იოკებენ მინდვრების წყურვილს...დაიკვირტება ოცნებად ხვალის...გაიყუჩებენ ტკივილს და სურვილს...მოარიდებენ გვალვას და წვიმასოღონდ იხაროს, იხაროს ოღონდ...და მიუჩენენ სარკმელთან ბინას,რომ უმზეობამ არ დააღონოს...არ იკეთებენ მისგან ყვავილწნულსდა არც ლარნაკში მოელის ჭკნობა...ის სულ შენატრის ბალახს დასიცხულს,სიცოცხლედ უღირს ცვარ-ნამით თრობა...დაატყვევებენ ქოთანში ყვავილს...