პოეზია · ლირიკა
*** "კაბად ვიცმევ"
კაბად ვიცმევ გადაპენტილ ველ-მინდვრებს,უბეს ვივსებ მერცხლებით და ჩიტებით...მოვალ, სისხლის მყვირალობაა ვიდრე,მოვალ, შენს გულს თუ ნამდვილად ვჭირდები;დამბარდნია თმები ტყემალ-ატმებით,მზით ვერ ვძღები, დრო რად ჩქარობს,რად გარბის?შენს მკლავებში ცხელ კისკისად ავტყდები,რომ დამახრჩო სიყვარულის ღვართქაფით...