↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უამინდობიდან ნაშობი ლექსი

ციგროშვილი ირაკლი

2002-07-121 წთ საკითხავი312 ნახვა

—
უფსკრულებიდან ამოდიხარდღის სინათლეზე,ხარ მასპინძელიდა მეგზური ნაცნობ ლანდების.ჭიანჭველები საარსებოტვირთს მიათრევენ,წვიმს...საფარს ვეძებ დამაშვრალი და... იბადები.წამსვლელ-მომსვლელისგზას გავყურებ დიდი ხანია.ფხიზლობა მიწყივ...წვა და შვება ქვეყნის ამბებით.ფიქრს შემატოვებ,დამანახებ ზეცას კვამლიანს,ისევ პირქარი,ბეწვის ხიდი და... იბადები.ვიცი, ვინ ხარობს,ვის რა უმძიმს, საითკენ ვმგზავრობ,საიდან მიხმობსჩემი მრევლი, ჩემი ხატები.მიჯაჭვული ვარყველა დროის უტყუარ ფუძეს,ყინავს...ცეცხლს ვეძებ დამაშვრალი და... იბადები.

ციგროშვილი ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი