პოეზია · ლირიკა
ოცდათერთმეტი დეკემბრის დღიური
გამოვიხედავ ამაღამ გარეთდა ქარი მხოლოდ ფიფქებს მომაშლის,ალბათ არც ნისლი არ შეწყვეტს თარეშსსაარაგვოზე, გაბმულ თოვაში.კარს შემომიღებს მთვარე და თოვლი,თოვლი და მთვარე მეწვევა მეკვლედ.რით მანუგეშებს მნათობი შორით,რას მეტყვის, ნუთუ რაიმეს შეძლებს?..რას მეტყვის ღამე გრძელი და გულქვა,თოვს და თოვს... ისევ შორიშორ ვრჩებითდა დაბარდნილი ხეების სუნთქვასინაწილებენ მთვარეში მთები.ბჟუტავს სანთელი... წამიწამ ისმისჩემი წყალ-ჭალის მგლების ყმუილი.ხევი თუ ხრამი სავსეა ნისლით,სივრცე – არაგვის ცივი შხუილით.ფიქრში ძილ-ფხიზლობს ქათქათა არე,ფიქრი – შორი გზის მგზავრი მოვა შინ...ალბათ არც ნისლი არ შეწყვეტს თარეშსსაარაგვოზე, გაბმულ თოვაში.