პოეზია · ლირიკა
მოფერება
ისე ცოტანი ვართქართველები,ვით ვერცხლის ხეზე ოქროს ჩიტები,ერთი – ამირანი და ერთიც – ნათელაარაბოროტები და არაფლიდები.გვაქვსერთი მალამო გულის გამთელების –ფერფლის და ძვლების დიდება,თვალები ჩვენი ისე ნათელია,როგორც არაგვის დინება.ნეტავი,ვინ ვართქართველები?ერთი – ლელა და ერთიც – მინდია,თითო ქართველი – თითო სანთელია,თუკი საწუთრო ბინდია.ნეტავი,ვინ ვართქართველები?ერთი შოთა – და ერთიც – თამარი,როგორც სვეტიცხოვლის ციცინათელები,ისე ნათელი და თამამი.ალბათსხივები ვართ ნაზი გათენების,ღრუბლები რომ ვერ ბინდავენ,ისე ცოტანი ვართ ჩვენ, ქართველები,რომ ყველას მოფერება მინდა მე.ნეტავი, ვინ ვართ ქართველები?