პოეზია · ლირიკა
მამა და შვილი
საღამოს, როცა ვარდისფერი ხდება ღრუბლები,პატარა შვილი სასეირნოდ მე გარეთ გამყავს.აქ გორაკია, ნელა-ნელა გორაკზე ამყავს,ცისა და მიწის ნამდვილ ამბებს ჩუმად ვუყვები.მომყვება, მისმენს... უცებ თვალებს შემომანათებს.მივეფერები, ვუწვდი ლამაზ ბაბუაწვერას...მას მოაქვს ფრთხილად, არ აცილებს ფიქრიან მზერას...მზე ჩამავალი მის ხელებში ყვავილს ანათებს...შორიდან ვჩანვართ: კაცი მშვიდად ბავშვს დავატარებ.მე კი მსუბუქი დამდის ცრემლი და გულს ვახარებ...ვუხსნი პაწიას: რა დაფრინავს, რა სტვენს, რა ჰყვავის,სამფლობელოში ახალ პატრონს, ძველი ვატარებ...და ვით დაისით განათებულ ბუმბულა ყვავილს,მთელ სამყაროსაც ამ პაწია ხელებს ვაბარებ.