↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საქართველოვ

პეტრიაშვილი გურამ

2006-07-121 წთ საკითხავი1263 ნახვა

—
საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო!ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით...ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო!გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით!მიხვალ ბნელში, მიგაქვს ჯვარი, შუბლზე გამოხატულიდა ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა.მაგრამ მაგ შუქს ჰხედავს მტერიც, ავად წამომართული,გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა.მოდის მტერი ყოველი მხრით, ათასი ხმით მკივარი.შენ კი ერთი, უთვისტომო, ეული და მზებნელი...მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი...ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი...ხან საცოდავ რქებსაც იქნევ, წრეში გამოკეტილი,ხან ბედს ნისლში ემალები და ხან კი წინ მიუხტი...მერე წამით მზე დაჩნდება _ ზეცის კვალი კეთილიდა შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი.ისევა ხარ! გიმზერს მტერი, ავად წამომართულიდა არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალი...ან ეგ ჯვარი გშველის იქნებ, შუბლზე გამოხატულიან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი.

პეტრიაშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი