↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმღერა პატარა პეპელაზე

პეტრიაშვილი გურამ

2006-07-121 წთ საკითხავი1290 ნახვა

—
დავით კვიტაიშვილსღამეა უკუნი, გრიგალი მძვინვარებს ზღვაზედა ავად აღძრული ტორტმანებს ტალღების მთები...პატარა პეპელა დაფრინავს ტალღების თავზე,ეღლება საბრალოს სუსტი და მსუბუქი ფრთები.მას მხოლოდ სინათლის დანახვა უშველის ახლა.სინათლე სჭირდება ტალღებზე ფარფატს და ფრიალს,რომ ფრთებმა პაწიამ არ იგრძნოს შიში და დაღლადა გულმა გაუძლოს გოროზი ტალღების გრიალს.მაშ, საქმე, ბიჭებო! ოხვრა და ტირილი კმარა!ავანთოთ სანთლები, შევცუროთ მძვინვარე ზღვაში.წავიდეთ, ვუშველოთ პატარა პეპელას, ჩქარა!წავიდეთ და ფრთხილად წავიღოთ სანთლები ქარში.წავიდეთ! წავიდეთ! წავიდეთ, წავიდეთ, ძმებო!სანთლებით, სანთლებით, სანთლებით, სანთლებით, ქარში!

პეტრიაშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი