↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "რა დავარქვა მზის ამ ღიმილს"

მეტრეველი მერაბ

2019-07-121 წთ საკითხავი818 ნახვა

—
რა დავარქვა მზის ამ ღიმილს,ამ სიხარულს, არ ვიცი,ნუთუ ისევ ყოველივესძველებურად განვიცდი.შენ ჩემს სულში ისე ცისფერშუქად შემოანათე,ვეღარ ვმალავ, რასაც მხოლოდგულში უნდა ვმალავდე.ჩავლილია სიყმაწვილისის დღეები მზიანი,მაგრამ თურმე ყველაფერიჯერ არ არის გვიანი.თურმე ჩუმად ისევ ვიწვიტრფობის ნაკვერჩხალითა,რომ მეგონა სიყვარულისამუდამოდ წავიდა.

მეტრეველი მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი