პოეზია · ლირიკა
*** "ქვიან ბილიკზე ეგდო მერცხალი"
ქვიან ბილიკზე ეგდო მერცხალი,გულმოხატული პატარა ჩიტი,ზეცას ნაღვლიან სიმად შემწყდარიეგდო მერცხალი ჩუმი და მშვიდი.მზე კი ფანტავდა სხივს უდარდელად,მერცხალთა გუნდიც ზეცაში ქროდადა იფრქვეოდა ირგვლივ ნათელიაფეთქებული ალუბლის რტოდან.მდუმარედ მავალს თვალებში მედგაეს უჩუმარი ჩაქრობა მერცხლის,ერთხელ შეწყდება თვით შენი ფეთქვაც,ქვეყანაზე რომ არაფერს შეცვლის.