↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

14 აპრილის ექო

მეტრეველი მერაბ

2019-07-121 წთ საკითხავი816 ნახვა

—
დარეკეთ სიონის ზარი,დარეკეთ ქაშვეთის ზარი,ქართველი არ არის მკვდარი,დარეკეთ, დარეკეთ ზარი.ჭადრებს აბარბაცებს ქარითუ გრგვინვა, ამბოხი სისხლის,დარეკეთ, დარეკეთ ზარი,დღეს ვნება სამოსელს იხსნის.დარეკეთ, დარეკეთ მძლავრად,მიაწყდეს მცხეთას და გელათს,საფლავში არ ექნეთ ჯავრად,დარეკეთ, დარეკეთ მძლავრად.გამოდის ათასი ცოტნე,მედროშე ხვალინდელ ცისკრის,იმ მწარე ტკივილის მცოდნეგამოდის სიცოცხლის რისკით.დარეკეთ, უწიოს ზენას,დღეს არის ერთობა სრული,ქართველს თუ წაართმევ ენას,რად უნდა, წაართვი სულიც.ზეცას ცისარტყელა სერავსთუ დიდი სვეტია ნათლის,გულო, გაუძელი ძგერას,ფეხზე წამომდგარა ქართვლი.დარეკეთ, დარეკეთ ზარი,გადასწვდეს დიდგორს და მარტყოფს,აქ განა ფარაა ცხვარის,არწივთა ჯილაგი ბარტყობს.დარეკეთ, დაბზაროს მთები,შეესმას ცასა და მიწას,ქართველი ზეიმით კვდება,როდესაც საფიცარს იცავს.დარეკეთ ათასი ზარი,დარეკეთ, დარეკეთ მძლავრად,არ არის სამშობლო მკვდარი,სულო, ნუ გექნება ჯავრად.

მეტრეველი მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი