↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა

მეტრეველი მერაბ

2019-07-121 წთ საკითხავი826 ნახვა

—
მესიზმრა, მხოლოდ თვალებითუხმოდ მკითხავდა ამბავს,იქიდან აქეთ ღიმილიდედას შეეძლო ალბათ.სულს ადგა დიდი ნათელი,გამომეღვიძა როცა,მარტოდენ დედას შეეძლოიქიდან აქეთ ლოცვა.შორი ქვეყნიდან მზირალიიქნება უკეთ გვხედავს,ვინა სთქვა დედის სიშორე,თვითონ ჩვენშია დედა.ჩემთვის ისევე მზეობენმისი ჭაღარა თმები,გულში თუ სუსხი ჩამიდგა,იქიდან აქეთ ვთბები.

მეტრეველი მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი