↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "პოეტს რად გინდა კარგი ცხოვრება"

პეტრიაშვილი გურამ

2006-07-121 წთ საკითხავი1265 ნახვა

—
პოეტს რად გინდა კარგი ცხოვრება _ფარჩა, ატლასი, სასახლე დიდი...უნდა გყოფნიდეს მზის ოქრო მშვიდი,ქარის ქარობა, მთვარის მთოვრება...უნდა მარტივი გქონდეს მოძღვრება _ჩაიცვი ფლასი, გაბედე, მიდი!არ გქონდეს ჭირის შიში და რიდიდა თავიც ნუღარ გემახსოვრება...შენ პოეტი ხარ! უნდა გციოდეს,უნდა გწყუროდეს, უნდა გშიოდეს...ერთიც არ დაგცდეს ბედის ჩივილი,პირზე ნათელი გადაგდიოდეს,შეკრიბო ქვეყნის ყველა ტკივილიდა იმ ტკივილით გული გტკიოდეს...

პეტრიაშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი