პოეზია · ლირიკა
ბროწეულის ყვავილობა
თიბათვის დამდეგს, მაისის ბოლოს,ბროწეული რომ ამოანათებს,დაეწინწკლება მარწყვი და ჟოლომზეზე გაწოლილ მწვანე წარაფებს;და სულის სარკმლის იალკიალიჰგავს მირონცხებით ღმერთთან ერთობას,როცა შეიცნობ ამ მთის, აბ ბარისდა დედაენის ერთადერთობას!გათანგულს ქართულ სიტყვის ზარხოშში,გამოგაფხიზლებს გაზრდილი ფიქრი,რომ დედამიწა, ამ სამყაროში,უნათესავო ბავშვივით მიქრის!რომ ცხადზე მეტი აუხსნელია, _რაღაც, შენზე და ჩემზე ძლიერი,რომ დღე და ღამე პასუხს ელიანდასაბამიდან დასალიერით:სიცოცხლე _ თვალის დახამხამებადა ვერშეცნობის მრუმე სამანი!..რომ სიხარულის ლაღმა ქარებმასულ დაივიწყეს შენსკენ სავალი!..ღვთის ნებით, ფიქრი, ფიქრს რომ მოება,ისევ გიბრუნებს მწვანე წარაფებს!და ვიღას ახსოვს ამაოება,ბროწეული რომ ამოანათებს!