პოეზია · ლირიკა
იობი
იობმა ღმერთს შემომღერა,თავის უფალს მადლი მისცა,_ ათასი ბევრი მაწვალოს,მე ვერ ვიტყვიღვთისა ძვირსა...ხალხურისისხლით მორწყული აი ეს გზა...ბრძოლით დაღლილიმივესვენები ბნელსა შიგან აყრილ ზმანებებს,მშვიდობით, ჩემო სიმღერებო,ცეცხლის ენებიდროშად ფრიალებს აგებული შუბის ტარებზე.მზე ჩადგა. განა მართლა ღამდება,ხმელზე ჩამოდის ცა მგლოვიარე,მოაქვს ძილქუშით ტკბობა...რა სალოცავში არ ვეგდე,რა ხატი არ მოვიარე,`სახლ-კარი გვივერანდება,გველეშაპები გვმტრობენ~...ავი, ბნელი და მღალავი,პირმყრალი, ცრუ და მპარავი,ჩემო ბებერო ფანდურო!შავეთს ჩაგვლალავს დღესვე...იქნება თეთრი სასახლესასახლე სულაც არ არი, _ხმა ამოიღე, ოხერო!ერთი წამოიკვნესე!..ამდინარ-ჩამომდინარისოფლიდან გაცლას ლამობ;აქ რაღას სტოვებ, მითხარი,რა რჩება შენი ფასი...არ მინდა, მოვკვდე მძინარი,ყელ შეუმღერე ლარებს;თუ სიკვდილია,სიმღერით შევხვდეთ ქაჯსა და მაცილს...არც ძირი, არცა ნაპირი,ცრემლის წყარონი დიან...სიტურფე სიიაფითამალი-მალ ჩაჰყრი მძივებს;წამერთო ამოსახედი,პირზე გადამდის ქაფი,რა ჭირად ჩამომახურელაჟვარდოვანი მღვიმე.ხევიდან ამონაკვნესიშეწურა, შედგა სვეტად.კბილ-ბაგე გადაეფურცლა,ცა აამტვრია ღამის...ამ სისხლის სამოსელიდანშენ ერთს _ მშვენიერს გხედავ,ამ სისხლის სამოსელითარისთვის დამსაჯე, დედავ!არ ყოფილიყო ნათელი,არ იქნებოდა ბნელი;არც მშვენიერის მშვენება,არც უნაზესზე ნაზი...ენა სველია, მაცდურიდა ბევრი ცოდვის მთქმელი, _ნეტამც არ გავჩენილიყავ,არ მევლო ქვეყანაზე.ურგები, უპატიური,ნაკერი შენი ხელით,ტანზე მერღვევა პერანგი _ცეცხლი, ქარი და მტვერი...მიწი-მიწ ჯვარი მიმყვება, _ხმელეთი იქცა იობად...როგორ მიყვარხართ, ბრიყვებო,მშვიდობით კაცობრიობავ!