პოეზია · ლირიკა
სიზმარ-ბალადა
1უუშორეს ვარსკვლავებსღამე მდორედ შეათოვს.სოფლის ბოლოს ხარს კლავენდა სანთელი კიანთობს.რიყის ქვების გარშემოშემოსხდომა ინებეს.ხარკალიას წყალს ზემოთმწვადებს აშიშხინებენ.ხარკალიას წყალს ზემოთთეთრი კოცონიადა ჩემს ტურფა სწორფერსდევი მოსწოლია.ვაი, ღამე მომპარესსატრფო უმხურვალესი.დღეს არ, ხვალე მომკლავენ,ძელგი ღვინით გალეშილს.ხარკალიას წყალს ზემოთთეთრი კოცონიადა ჩემს ტურფა სატრფოსდევი მოსწოლია.2ვაჰმე, ლარი შემწყდომია,მშვილდი ვეღარ მომიზიდავს.დევო, დევო, შვიდცოლიანსრად გინდოდა ჩემი ციცა.გაღმა თეთრი კარვებია,ყველგან შენი ჯარი არი.ვინ მიმუხთლა და შეგიხსნადერბენდი და დარიალი.გვიან, როცა თმებს ივარცხნისმთვარე დახრილ მაყვლის ტოტზე,მარჯვნივ დევი,დევი მარცხნივ,უკან დევის ბიჭი მომდევს.....................ვაჰმე, ლარი შემწყდომია,მშვილდი ვეღარ მომიზიდავს.დევო, დევო, შვიდცოლიანსრად გინდოდა ჩემი ციცა.