პოეზია · ლირიკა
*** "გადადიოდნენ იმ მთაზე როცა"
გადადიოდნენ იმ მთაზე როცა,ნელი ბაკუნით თეთრი ფარები,ჩამოჟამული მთა გაიკროცაუნდო, პირქუში, მიუკარები.მზეს ამოევსო ფარსმის ხეობა,იწვნენ ცხვრებივით თეთრი ლოდები,კარს მომდგარიყო თუშთა დღეობადოღმოწყურებულ მწვანე კორდებით.შენი მთის სუნთქვას სიმღერა ჰქვია,დაგადნობს როგორც ვაჟაის კოცნა,შენაქოს მხრიდან მოჰყვება ნიავსცად მოქანავე კოშკების ლოცვა.