↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიცოდი

ცანავა მიმოზა

2020-07-121 წთ საკითხავი304 ნახვა

—
უშენოდ სიცოცხლე არ მსურდა,უშენოდ დარდებით ვიწვოდი,რომ ასე მომკლავდა სიშორე,ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი.და მაინც ძლიერად გეტრფოდიდა მაინც მზეს შენ გადარებდი,სათუთად გივლიდი ამ გულით,მათრობდა ველური თვალები.არ ვიცი რამდენად გაიგეეგ ჩემი ტანჯვა და ვარამი,უშენოდ სიცოცხლე არ მსურდა,შენს გარდა არ მწამდა არავინ!გიქსოვდი ფერების ხალიჩას,ვქარგავდი ბარათებს ლექსებად,გიხსენებ იმ ლამაზ დღეებით,თვალები ცრემლებით მევსება.იქნება ტყუილად დაგწამეღალატი უნდო და ვერაგი,ეჭვების ხლართებში გავები,შენს გარდა მიშველის ვერავინ!უშენოდ სიცოცხლე არ მსურდა,უშენოდ დარდებით ვიწვოდი,რომ ასე მომკლავდი სიშორით,ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი.

ცანავა მიმოზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი