პოეზია · ლირიკა
ერთად ამიტირდა სული
გული _ ოცნებების ოკეანე,სული _ გარდაცვლილი მზე დაფიქრი _ დაკაწრული ღამე,ისევ უსაშველო სევდა,ეჭვი _ ეკალ-ბარდი მწარე,ისევ ქაოსური განცდა,მკვდარი ფოთოლცვენა ირგვლივ,ისევ ლოდინი და დაცდა.ყელი _ საამბორო, თბილი,ალერსს მოკლებული მუდამ,ისევ დამიშინა ბედმაცივი მარტოობის გუნდა.თვალი _ ჩათვლემილი მზე დაისევ ქარიშხალი ავი,ასე რად ატირდა ნეტავჩემში გულმწუხარე ქალი.რისთვის ეგ ნათელი შუბლი,რისთვის ანთებული თვალი,ნუთუ შეუძლებელს ითხოვსდარდით გადაღლილი ქალი?მხოლოდ შეხიდება მინდა,მარტო ამიკვნესდა თარი,თურმე რამდენ რამეს უტევსერთი მეოცნებე ქალი.თურმე ცის ლაციციც კმარა,თუ ხარ დიდი გრძნობით მთვრალი,ო, მზედ ჩამეღვარე სულში,გვედრებს მარტოსული ქალი.ატმის აფეთქებულ რტოებს,ლეწავს გულბოროტი ქარი,ერთად ამიტირდა სულშიდედა, მიჯნური და ქალი.