პოეზია · ლირიკა
იმერეთი
მწვანით, თავკვერით, ბუდეშურით იცხონეს სული, _შემოაგებეს ყელმოხატულ აისს ირინეც!..იმერეთია შენი დარდი, შენი წარსული?მიდი, მიბრძანდი, ცაში ისევ აისეირნე!აგერ პლატონი, სოლომონი, აქვე _ ბეკინა,ვინაც დაჰკიდა ბზის ცხელ ხეზე მთვარე საწყალი!ნეტა, ღრუბელი, თოვლივით კვლავ დამაბეკინა,თეთრი ღრუბელი, აწ ფრიალებს ბროლის სა წყალი!ცით _ სიზმარია, სიხარულიც, ამ სიზმარს გარდა!..ხარებს კი არა, თუ ესტუმრე, ქარებს დაჰკლავენ!მე იმერეთი სიყვარულზე უფრო მიყვარდა!იმერეთია კვალად ჩემი სულის ვარსკვლავი!მწვანით, თავკვერით, ბუდეშურით იცხონეს სული, _შემოაგებეს ყელმოხატულ აისს ირინეც!..მზე _ სიხარული, შეხე, როგორ მაღლა ასულა!მიდი, მიბრძანდი, მზის ცაში შენც აისეირნე!